დაპირისპირება ენმ-ში - როგორ აფასებენ პროცესებს "ქართულ ოცნების" წევრები აჭარიდან?

ოპოზიციურ ძალაში მიმდინარე პროცესებს  „ქართულ ოცნება“ აფასებს რეგიონშიც. მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ორ ფრთას შორის განსხვავებული ხედვები და ქვეყნის განვითარების ალტერნატიული გეგმები ფარსია.

ამტკიცებენ, რომ რეალურად, პარტიის ორად გაყოფის მიზეზი და მთლიანობაში განვითარებული პროცესი ლიდერების პირად ინტერესებს ემსახურება. კერძოდ, ორივე მხარეს სურს, იყვნენ მმართველობით რგოლში და იყვნენ საბიუჯეტო დოტაციაზე.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილება წლის დასაწყისში გამოაშკარავდა. მას შემდეგ კი, რაც პარტიის თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი იქნა არჩეული, კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა. 23 ნოემბრის მანიფესტის შემდეგ ნიკა მელიას ფრთა ფაქტობრივად გამოეყო „ნაციონალურ მოძრაობას“, რამდენადაც, ამ ნაწილის შეფასებით, დოკუმენტი პარტიის გაერთიანებას არ ემსახურებოდა.

მეტის ნახვა