დედაქალაქში აქციაზე დასასწრებად ბათუმიდანაც გაემგზავრნენ

გამგზავრება ბათუმიდან

ფოტო: თეო ფუტკარაძე

"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობის მისაღებად დედაქალაქში თვითორგანიზებით გაემგზავრნენ რეგიონებიდან. პროტესტს უერთდება ბათუმიც. მოქალაქეები დილით ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ.

როგორც იქ მყოფები აცხადებდნენ, აქციაზე გამგზავრება სამოქალაქო ინიციატივაა, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მგზავრობა მოქალაქეების შემოწირულებებით დაფინანსდა.

მეტის ნახვა