ახალი ამბები • 1728068947
ენმ აჭარის 2024 წლის ბიუჯეტს აკრიტიკებს
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' აჭარის 2024 წლის ბიუჯეტს აკრიტიკებს. ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ხალხის საჭიროებებზე მორგებული არაა. ადგილობრივ ხელისუფლებას ისინი პრიორიტეტების კორექტირებას სთავაზობენ.
ერთ-ერთ აუცილებლობად კი სოციალურად დაუცველთა ბაზაში, რეგისტრირებული ოჯახების გათვალისწინება მიაჩნიათ. ითხოვენ, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი 3 წლამდე ბავშვებისთვის 1000 ლარიანი კვების ვაუჩერი გამოიყოს. ასევე სტუდენტები, რომლებიც სიდუხჭირეში ცხოვრობენ საცხოვრებლით უზრუნველყონ. საჭიროდ მიაჩნიათ სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროგრამების დამატება.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უმაღლეს საბჭოს განცხადებით უკვე მიმართეს. განიხილავს თუ არა საკითხს რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანი ჯერჯერობით უცნობია. თემასთან დაკავშირებით საპასუხო კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.
ცნობისთვის, 2024 წლის ბიუჯეტი, შემოსულობების ნაწილში 100 მილიონი ლარით გაიზარდა.
1726726009