ენმ პოლიტიკური საბჭოს სხდომას მართავს - რას აპირებს ოპოზიცია

„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური საბჭოს სხდომას მართავს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ეს პირველი სხდომაა, რომელზეც პარტიის წევრების თქმით, სამომავლო პოლიტიკური ბრძოლის გეგმებსა და შიდასტრუქტურულ რეორგანიზაციულ საკითხებზე იმსჯელებენ. ოპოზიციური ლიდერები ამ დრომდე, არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ცვლილება შეეხება პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიას და მას კობა ნაყოფია ჩაანაცვლებს. ასევე გავრცელებული ცნობით, პარტიის აღმასრულებელი მდივნის პოზიციას კობა ნაყოფიას ნაცვლად პეტრე ცისკარიშვილი დაიკავებს.

მეტის ნახვა