ახალი ამბები • 1728068947
ენმ-ს ყოფილი წევრები აჭარაში არ გამორიცხავენ, რომ პოლიტიკური ბრძოლა ნიკა მელიასთან ერთად გააგრძელონ
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები, პოლიტიკურ ბრძოლას, ახალი ძალებით და პროდასავლური პარტიით აპირებენ. გიორგი კირთაძე არ გამორიცხავს, ეს ის პარტია იყოს, რომლის შექმნაც ნიკა მელიამ დააანონსა. იგი განმარტავს, რომ ენმ-ს ყოფილ ლიდერთან ამ თემაზე კომუნიკაცია და კონსულტაცია ჯერ არ ჰქონია.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ახალი პარტიის სახელზე ფიქრობენ, თუმცა ვერ აკონკრეტებს ზუსტ დროს, როდის იქნება პრეზენტაცია. რასაც დანამდვილებით ამბობს, ისაა, რომ ახალი პარტია უახლოეს მომავალში დაფუძნდება, რათა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადოს.
შეგახსენებთ, "ნაცმოძრაობაში" განხეთქილება წლის დასაწყისში დაიწყო. პროცესები მას შემდეგ გამწვავდა, რაც პარტიის თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი აირჩიეს და ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალა ორ ფრთად გაიყო. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, პარტიას მასიურად ტოვებენ მელიას თანამოაზრეები. გუშინ თავად ნიკა მელიამ გუნდი ოფიციალურად დატოვა და ახალი პარტიის შექმნა დააანონსა.
1726726009