ახალი ამბები • 1769693544
ერდოღანი და პუტინი ერთმანეთს, სავარაუდოდ, 8 სექტემბერს შეხვდებიან
პოლიტიკა
1693249091
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას 8 სექტემბერს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას, გამოცემა Bloomberg თურქეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ირკვევა, ორი ქვეყნის ლიდერი შეხვედრისას ''მარცვლეულის შეთანხმებას'' განიხილავს. შეხვედრის სავარაუდო ადგილად სოჭი სახელდება.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტი „მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელების მომხრეა, რომელიც უკრაინას შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის საშუალებას აძლევდა და რომელიც რუსეთმა ცალმხრივად შეწყვიტა.
მეტის ნახვა






















