EU-ის 12 რეკომენდაციიდან სრულად შესრულებულია 1, მეტწილად - 2

რეკომენდაციები

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პირობის შესრულებასთან დაკავშირებით საბოლოო შეფასება წარადგინეს.

ერთ თვეში, ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესრულების პროგრესს შეაფასებს. მანამდე, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, ღია საზოგადოების ფონდის ლიდერობით, მოამზადეს ბოლო შეფასების დოკუმენტი – სტატუსმეტრი, რომელიც ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებსა და არსებულ მდგომარეობას ასახავს.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან სრულად შესრულებულია 1 პირობა, მეტწილად შესრულებულია 2, ნაწილობრივ 7 და კვლავ შესასრულებელია ევროკავშირის ორი პირობა - დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.

დოკუმენტის თანახმად:

  • სრულად შესრულდა - ECHR-ის გადაწყვეტილებების პროაქტიული გათვალისინება.
  • მეტწილად შესრულდა - დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა, გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის პუნქტები
  • ნაწილობრივ შესრულდა - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, მოწყვლადი ჯგუფები, საარჩევნო რეფორმა, დამოუკიდებელი სასამართლო, ანტიკორუფციული ზომები, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, მედია
  • შესასრულებელია - დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია
მეტის ნახვა