ევროკავშირის მიერ განსაზღვრული პირობების შესასრულებლად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 5 სამუშაო ჯგუფი შექმნა

ევროკავშირის მიერ განსაზღვრული პირობების შესასრულებლად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 5 სამუშაო ჯგუფი შექმნა. ჩამოყალიბდა შემდეგი ჯგუფები: დეოლიგარქიზაციის საკითხზე კანონპროექტის შემუშავების, სასამართლო რეფორმის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის, ანტიკორუფციული ღონისძიებების და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების.

შემადგენლობაში შედიან ქართული ოცნების, საპარლამენტო ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირები. მმართველი გუნდის განცხადებით, სურვილის შემთხვევაში, პრეზიდენტის აპარატსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს, ჯგუფების საქმიანობის მონიტორინგის შესაძლებლობა ექნებათ.

შეგახსენებთ, 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ განაცხადა, რომ მზადაა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი განსაზღვრული პირობები  მოგვარდება.

მეტის ნახვა