გიორგი გახარიას შეხვედრა ბათუმელ ამომრჩეველთან

„პარტია საქართველოსთვის“ ლიდერმა  წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბათუმში შეხვედრა გამართა. გიორგი გახარია  ამომრჩევლებს ჯავახიშვილის ქუჩაზე შეხვდა. ისაუბრეს პრობლემებზე, რაც მოქალაქეებს აწუხებთ, დასვეს პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვები, ხოლო პარტიის წევრებმა გააცნეს ხედვები, თუ როგორ გადაჭრიან ამ საკითხებს მათი არჩევის შემთხვევაში.  დღესცე ცნობილი გახდა, რომ  გახარია საქართველოსთვის აჭარის პარტიის თავმჯდომარედ  ჯემალ ანანიძე დაინიშნა. როგორც გახარიამ შეხვედრაზე განაცხადა, ეტაპობრივად სხვა რეგიონებსაც ეწვევა და ამომრჩევლების გულისტკივილს მოისმენს. გახარიამ ასევე უპასუხა ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანებაზე დასმულ კითხვასაც. თქვა, რომ მარტო ბრძოლა უპირატესია.

მეტის ნახვა