ახალი ამბები • 1728068947
ივანიშვილის განცხადება, რომელმაც ქართული საზოგადოების გაღიზიანება და კრემლის აღფრთოვანება გამოიწვია | შეფასებები
სახელმწიფოსთვის ზიანის მომტანი და აგისტოს ომის გმირებისთვის შეურაცმყოფელი განცხადება „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრაზე. ბიძინა ივანიშვილმა, 14 სექტემბერს, გორში გამართულ ღონისძიებაზე პირობა დადო, რომ საქართველო “ოს დებს და ძმებს” აგვისტოს ომისთვის ბოდიშს მოუხდის. მან კიდევ ერთხელ გაიშვირა თითი ოპოზიციისკენ და 2008 წლის აგვისტოს ომი იმჟამინდელ ხელისუფლებას დააბრალა. სიის პირველი ნომრის აქცენტებს საზოგადოების აღშფოთება და პროტესტი მალევე მოჰყვა. ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებიც. ბიძინა ივანიშვილის მობოდიშების მზაობას, ერთადერთი, ვინც ქება-დიდებითა და აღფრთოვანებით გამოეხმაურა, მოსკოვი და კრემლის პროპაგანდისტები არიან. ამბობენ, რომ თბილისიდან მსგავს სიტყვებს არ ელოდნენ. ერთ-ერთის თქმით, ამით ივანიშვილმა საქართველოს ოკუპაციაც უარყო.
1726726009