ახალი ამბები • 1756410394
კალაძე ოპოზიციის მიმართულებით "სახელმწიფოს პასუხით" იმუქრება, თუკი ისინი არაკანონიერ ნაბიჯებს გადადგამენ
პოლიტიკა
1727787118

თბილისის მერი, კახა კალაძე არჩევნების შემდეგ ოპოზიციის მიერ "კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯების" გადადგმის შემთხვევაში, "სახელმწიფოს პასუხით" იმუქრება.
ჟურნალისტებთან საუბრისას ის აცხადებს, რომ დარწმუნებულია ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ისინი ქვეყანაში არეულობის შემოტანას ეცდებიან.
"სხვა მოლოდინი ნუ ექნება საზოგადოებას, რომ ისინი [ოპოზიცია] დალაგდებიან და არჩევნებს აღიარებენ. ცხადია, მათ სურვილი აქვთ, როგორც წინა საპარლამენტო არჩევნებზე, რაღაც სისულელეებს მოიგონებენ, ყოველ შემთხვევაში, მცდელობა ექნებათ, რომ რაღაც დაძაბონ, არეულობა შემოიტანონ. აი, გადადგან უბრალოდ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები, ნეტავ გადადგან კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები და სახელმწიფო როგორ იმოქმედებს, ამას დაინახავს ყველა"- ამბობს კალაძე.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა