ახალი ამბები • 1756410394
კალაძე: "ვერ ნახავთ ვერცერთი ფაქტს, რომ მე რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩავიდინე. მე ვარ შემდგარი ადამიანი, წლების განმავლობაში ვიყავი მაღალანაზღაურებადი."
ტვ25
"მთელი ამ წლების განმავლობაში პოლიტიკურად ვერ მამარცხებთ, იმიტომ, რომ მაქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერა, პატივისცემა და სიყვარული. ჩემ წინააღმდეგ კამპანიები გაქვთ გაჩაღებული. ვერ ნახავთ ვერცერთ ფაქტს, რომ მე რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩამედინოს ან კანონის წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯები გადამედგას. მე ვარ შემდგარი ადამიანი. ცდილობთ, რომ ჩემი წარსული ცხოვრება წაშალოთ, მაგრამ ვერ მოახერხებთ ამას. იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ვიყავი მაღალანაზღაურებადი, მქონდა ძალიან მაღალი შემოსავალი და დღეს ვარ შემდგარი ადამიანი, დამოუკიდებელი ადამიანი. რა კომპრომატზე მესაუბრებით? თქვენ საუბრობთ თქვენი გადმოსახედიდან. იმიტომ ხართ ამ მდგომარეობაში, იმიტომ ხართ გაფარჩაკებულები, გაუბედურებულები, ვერ აკეთებთ ანალიზს რა გჭირთ, რატომ ხართ ამ მდგომარეობაში. რაღაც რომ გეშლება ადამიანს, ჯანსაღი ადამიანი, მოაზროვნე ადამიანი ანალიზს აკეთებს, რა შეეშალა, რომ შემდეგ გამოასწოროს და იგივე შეცდომა არ დაუშვას. თქვენ სხვებს აბრალებთ. ქართველი ხალხის ბრალია ყველაფერი რა მდგომარეობაშიც თქვენ ხართ.
[IPN] | - უპასუხა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, ავსებს თუ არა დეკლარაციას სწორად და ელოდება თუ არა, რომ არასწორად შევსების მოტივით, მომავალში მასზეც დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ნაკლების ჩვენება
1756113571




















