კანონი ჩავარდება მეორე მოსმენით, პაპუაშვილმა ვენეციის კომისიიდან ორივე გამოითხოვა - მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გაგზავნა წერილი ვენეციის კომისიაში კანონპროექტების გამოხმობის შესახებ. მამუკა მდინარაძის მტკიცებითვე, "ხალხის ძალამ" გადაწყვიტა მათი კანონპროექტი გამოიწვიოს და ამაზე პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მიმართა წერილით.

ხოლო უკვე პირველი მოსმენით მხარდაჭერილ კანონპროექტს, მეორე მოსმენაზე ჩააგდებენ. მდინარაძემ თქვა რომ ეს გარანტირებულია.

"პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ, შესაბამისად, ვენეციის კომისიას ჩვენ აღარ ვთხოვთ მოგვცეს ამ კანონპროექტებზე დასკვნის გამოგზავნა მოხდეს, ერთი კანონპროექტი, რომელზეც შესაძლებელი იყო ეს პროცედურულად, ხალხის ძალის მიერ უკვე გამოხმობილია და გაგზავნილია წერილი პარლამენტში, იმის შესახებ, რომ ის არის უკვე გამოწვეული, რაც შეეხება მეორე საკითხს, შეიძლება ეს გარკვეული ფორმალობაც იყოს მაგრამ იმისათვის, რომ ყოფილიყო ფორმალიზება თუნდაც, მიწერილია წერილი მათივე მხრიდან, უარს ამბობენ ამ კანონპროექტის მხარდაჭერაზე.

რაც შეეხება კანონპროექტს, რომელიც პირველი მოსმენით არის გამოწვევის გზებს, ასე ვთქვათ, როგორც წესი, საქართველოს რეგლამენტის თანახმად, მეორე მოსმენით გავა და მეორე მოსმენის დროს ჩავარდება", - თქვა მდინარაძემ.

მეტის ნახვა