ახალი ამბები • 1752267330
ხელფასი საქმის გარეშე
ახალი მოწვევის ბათუმის საკრებულომ, გასული წლის 3 დეკემბერს, პირველ სხდომაზე შეძლო და შემადგენლობის უფლებამოსილება სცნო. უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, განსხვავებით ოპოზიციისაგან, „ქართულმა ოცნებამ“ ფრაქციაც დააკომპლექტა, ხოდა მას შემდეგ, გასამრჯელოს, აგერ უკვე მეორედ აიღებენ. თუმცა, კითხვა, რისთვის ვიხდით ფულს ბათუმელები, როცა პროცესები ამ დრომდე ჩიხშია, საკრებულოს თავმჯდომარეც კი არ ჰყავს და არცერთი სხდომა გამართულა, პასუხგაუცემელია. დღეს ფარქციაში, თავმჯდომარის, თენგიზ აფხაზავას გადაწყვეტილებით, კომენტარზე უარი ყველამ ერთიანად, პრეს-სამსხურის შუამავლობით, უქმეების მიზეზით გვითხრა.
უქმეების მიზეზით ნათქვამი უარის შემდეგ, ვცადეთ წევრებთან ინდივიდუალურად დაკავშირება და სატელეოფონო კომენტარების ჩაწერა. ზარებზე უმრავლესობამ არ გვიპასუხა, ვინც გვიპასუხა, შემდეგ ისიც დაგვემალა.
როცა „ქართულმა ოცნებამ“ 2022 წლის ბათუმის ბიუჯეტი წინა მოწვევის საკრებულოს დაამტკიცებინა, ცხადია, პარტიამ გათვალა მოსალოდნელი კრიზისი და ბიუჯეტი ახლის მოსვლამდე მიიღო. ამავე ლოგიკით, მმართველმა პარტიამ პირველივე სხდომზე დაინახა განგრძობადი
შეუთანხმებლობა ოპოზიციასთან და პარალიზებული სამუშაო გარემო, თუმცა ფრაქცია მაინც დაარეგისტრირა. თუ აქედან ამოვალთ, ცხადი ხდება, რომ ოცნების გუნდისთვის თანამდებობა და ხელფასი უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ქალაქის მართვა.
გამომდინარე იქიდან, რომ შექმნილ ვითარებაში, სამოქალაქო სექტორი, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს, ურჩევს, კონსესუსზე იფიქრონ, იმუშაონ და ბათუმელების ფული დამსახურებულად აიღონ და განკარგონ.

1752065820

1745312322