ხმაური, დაპირისპირება და შეურაცხმყოფელი რეპლიკები - ბათუმის საკრებულოს ახალი მოწვევის პირველი სხდომა

ხმაური, დაპირისპირება და შეურაცხმყოფელი რეპლიკები - ამ ყველაფრის ფონზე გაიმართა ბათუმის საკრებულოს, ახალი მოწვევის პირველი სხდომა. დეპუტატებს შორის, დღის წერიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დაპირისპირებას ჰქონდას ადგილი. ოპონენტებმა გაიხსენეს, წინა და ახლანდელი  მმართველობების  პერიოდებიც. სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან, რამდენჯერმე, გაისმა გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის სახელიც.

აი ასე პაექრობდნენ ბათუმის საკრებულოს დეპუტატები, ახალი მოწვევის პირველივე სხდომაზე. ერთმანეთის მმართველობის და იმ პერიოდში ჩადენილი დანაშაულებების განხილვა, რომ დაასრულეს სხდომათა დარბაზში, პოლიტიკურმა ტემპერატურამ კიდევ უფრო იმატა. დღევანდელ შეკრებაზე, რამდენჯერმე გაისმა გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის სახელი.

დეპუტატებმა ერთმანეთისთვის, არც შეურაცმყოფელი სიტყვები დაიშურეს.

ნაწილი, საკუთარი პარტიის ქება დიდებით იყო დაკავებული:

ბათუმის საკრებულოს ირგვლივ, ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენებისა და განმეორებითი არჩევნების ფონზე, რამაზ ჯინჭარაძე კი, თვლის, რომ თავმჯდომარის სკამი ღირსეულად მოიპოვა.

ასე, დაპირისპირებაში გავიდა რამდენიმე საათი. როგორც ჩანს, კამათის შედეგად, დეპუტატებს ენეეგია გამოეცალათ, რადგან შესვენება, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის დაწყებამდე გამოაცხადეს.

ნახევარ საათიანი შესვენების შემდეგ, საკრებულოს წევრები საკითხების განხილვას შეუდგენენ. დაამტკიცეს, ავარიული მრვალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების დოკუმენტი. საკითხს მხარი ყველა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა.

განსახილველ თემებს შორის იყო, „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ საცხოვრებელი ბინების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის საკითხი.

ცვლილება შევიდა, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო ფასის ნებართვაში. თუ კი, ადრე ერთ სამარშრუტო ტაქსზე, ნებართვის ფასი 20 ლარი იყო, ახლა, სიმბოლურად ერთი თეთრი იქნება.

შეგახსენებთ, რომ არჩევნებიდან, თითქმის 8 თვის შემდეგ, ახალი მოწვევის ბათუმის საკრებულო, დღეს, პირველად შეიკრიბა. ასევე, პრველად, სხდომას, მმართველი პარტია და ოპოზიცია სრული შემადგენლობით ესწრებოდა.

მეტის ნახვა