ახალი ამბები • 1744986027
"კი ევროპას! არა რუსულ კანონს" - ბათუმში, დღეს, საპროტესტო აქცია გაიმართება
პოლიტიკა
1713163836

"კი ევროპას! არა რუსულ კანონს" - ბათუმში, დღეს, საპროტესტო აქცია გაიმართება. აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან, 19:00 საათზე შეიკრიბებიან.
"ყველას, ვინც ფიქრობთ, რომ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას;
ყველას, ვინც ფიქრობთ, რომ ხელისუფლების სურვილი, საზოგადოების სამართლიანი პროტესტის გამო უკან გაწვეული კანონი მაინც მიიღოს, ემუქრება ჩვენი შვილების დემოკრატიულ, ევროპულ ქვეყანაში ცხოვრების შესაძლებლობას;
ყველას, ვინც მიდიხართ დღეს, 14:00 საათზე ბათუმელი სტუდენტების მიერ დაგეგმილ აქციაზე და ვინც ვერ ახერხებთ;
გელოდებით ორშაბათს, 15 აპრილს 19:00 საათზე, ევროპის მოედანზე
კი ევროპას!
არა რუსულ კანონს!", - წერენ აქციის ორგანიზატორები.
მეტის ნახვა