ახალი ამბები • 1751273063
კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბსუ-ს სტუდენტები ოპოზიციის გაშავებაში არიან ჩართულნი - ოპოზიცია TV25-ის მიერ ექსკლუზიურად გაშიფრულ ტროლების სქემაზე
პოლიტიკა
1656402615
"TV25"-ის მიერ ექსკლუზიურად გაშიფრულ ტროლებისა და ბოტების სქემას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა დილიდან.
"ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაცია, ბსუ-ს თვითმმართველობის ჩატში რიჩარდ სირაბიძისა და ლიკა დიასამიძის მხრიდან სტუდენტებისთვის კონკრეტული დავალებების მიცემის ფაქტს გამოეხმაურა.
ლევან გორგილაძის თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ოპოზიციის გაშავებაში არიან ჩართულნი.
ოპოზიცია ბსუ-ს ადმინისტრაციასა და ბათუმის საკრებულოს წევრებს „ქართული ოცნებიდან“მოუწოდებს, რომ რეაგირება მოახდინონ წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატის ქმედებაზე.
ამ თემაზე: ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ბსუ-ს სტუდენტებს ოპოზიციის დისკრედიტაციას აიძულებს

გიორგი ვაშაძე დააკავეს
1750760310
მეტის ნახვა