ახალი ამბები • 1769693544
კოალიცია "ცვლილებისთვის" ბათუმის საკრებულოს სხდომას არ ესწრება
პოლიტიკა
1730361898
"ქართული ოცნება ვალს უხდის იმ ბიზნესმენებს, რომლებმაც წინასაარჩევნოდ დააფინანსა "- აცხადებენ კოალიციაში "ცვლილებისთვის" და ბათუმის საკრებულოს სხდომას არ ესწრებიან. მიაჩნიათ, რომ დღევანდელი საკრებულოს სხდომა სწორედ ამის ნათელი მაგალითია, რადგან საკითხების უმრავლესობა კ2 კოეფიციენტის გაზრდას ეხება.
მათი განმარტებით, საკითხებში სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დამატებით 16 საკითხი შეიტანეს.
"ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებთ"- განაცხადეს კოალიციაში "ცვლილებისთვის".
მეტის ნახვა






















