ახალი ამბები • 1728566105
კობახიძე ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, გადახედოს გადაწყვეტილებას TI-სთან დაკავშირებით
"სახელმწიფო ინტერესებისათვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოიკვეთა, მიზანშეწონილად მიმაჩნია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას "- ნათქვამია პრემიერ კობახიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მიუხედავად იმისა, რომ კობახიძე რაჟდენ კუპრაშვილის უწყების გადაწყვეტილებას "უტყუარობის უმაღლესი სტანდარტით დასაბუთებულს" უწოდებს, თვლის, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ არავითარი სამართლებრივი სტატუსის შეფარდება არ სჭირდება.
"...მოვუწოდებ საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს ისარგებლოს სამართლებრივი დისკრეციით და გადახედოს თავის გადაწყვეტილებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის“ და სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების შესახებ. ასევე, ანალოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, მოვუწოდებ ანტიკორუფციულ ბიუროს, ისარგებლოს სამართლებრივი დისკრეციით და საპარლამენტო არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდებისგან..." ნათქვამია კობახიძის განცხადებაში.
1728068947
1726854943
1726726009