ახალი ამბები • 1752267330
კობახიძე პრემიერად | აჭარაში მოქმედი პოლიტიკოსების შეფასებები
პოლიტიკა
1707411671
რა შეფასებები კეთდება ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის ადგილმონაცვლეობაზე ადგილობრივ დონეზე ? აჭარაში მოქმედ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ხალხისთვის არაფერი იცვლება, რადგან ორივე მათგანი ბიძინა ივანიშვილის მსახურია.
„ლელოში“ ამბობენ, რომ კობახიძე იგივე საქმიანობას გააგრძელებს, რასაც მისი წინამორბედი ახორციელებდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კობახიძის მიერ წარდგენილ პროგრამას არარეალისტურს უწოდებენ და ამბობენ, რომ ოცნების ხელისუფლება აქამდეც ცრუ დაპირებებით მოვიდა.
ნაციონალურ მოძრაობას გამიჯნულ პარტიაში აცხადებენ, რომ კადრების გადანაცვლება ივანიშვილმა იმ მოტივით მოახდინა, რომ ირაკლი კობახიძე ანტიევროპულ განცხადებებში ღარიბაშვილთან შედარებით ნაკლებად ხისტი აღმოჩნდა.

ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა
1752065820

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა