ახალი ამბები • 1728566105
კობახიძის მოწოდების შემდეგ ანტიკორუფციულმა TI-ის გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნა
კობახიძის მოწოდების შემდეგ ანტიკორუფციულმა TI-ის გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნა. ბიუროს უფროსის რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, გადაწყვეტილებას "ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე" იღებს.
ანტიკორუფციულმა ბიურომ „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსი ორგანიზაცია „აირჩიე ევროპას“, მის დამფუძნებელ ხათუნა ლაგაზიძეს და თანადამფუძნებლებსაც გაუუქმა
კუპრაშვილს ბრიფინგზე არ დაუკონკრეტებია, რომ გადაწყვეტილება „აირჩიე ევროპასაც” შეეხებოდა, თუმცა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ „ჩვენ არ გვინდა, რომ შერჩევითი სამართალი არსებობდეს, ამ შემთხვევაში, მათ მიმართაც გავავრცელებთ აღნიშნულ დათქმას”.
გუშინ, 1-ელ ოქტომბერს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციულს მიმართა, TI-სთვის სტატუსი მოეხსნა.
კობახიძემ, ასევე, მოუწოდა ანტიკორუფციულ ბიუროს, საპარლამენტო არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდებისგან.
ანტიკორუფციულმა ბიურომ გასულ კვირას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო", მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია "აირჩიე ევროპა", მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და ორგანიზაციის თანადამფუძნებლები გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნო.
1728068947
1726854943
1726726009