ლევან ხაბეიშვილმა "ნაცმოძრაობის" გაძლიერების 12-პუნქტიანი გეგმა წარადგინა

ლევან ხაბეიშვილი

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა პარტიის გაძლიერების 12-პუნქტიანი გეგმა წარადგინა. მისი თქმით, ეს ცვლილებები მისი გამარჯვების შემთხვევაში, გამარჯვებისთანავე დაიწყება.

ხაბეიშვილის გეგმა ასეთია:

1. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი;
2. პირველ 100 დღეში - პარტიის ცენტრალური სამდივნოს რესტრუქტურიზაცია;
3. 100 დღეში - თბილისის საქალაქო ოგანიზაციის განახლება-გაძლიერება;
4. ძლიერი ახალგაზრდული ორგანიზაცია და მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში - რეგიონალური ინფრასტრუქტურა;
5. 100 დღეში - ძლიერი პარტიული რეგიონალური ინფრასტრუქტურის გამართვა - ძლიერი რაიონული ორგანიზაცია;
6. 100 დღეში - ენმ-ის საკრებულოს წევრებისგან დაკომპლექტებული ადგილობრივი თვითმმართველობის წევრთა კონგრესი;
7. არჩეული მოქნილი მოქმედი პოლიტიკური საბჭო;
8. ქალების აქტიური ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და აქტიური წარმომადგენლობა პარტიულ ინფრასტრუქტურაში;
9. პროექტი ემიგრანტების ჩართულობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
10. 100 დღეში - ენმ-ის სათათბიროს ჩამოყალიბება - მოწვეული იქნებია; სპეციალისტები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ჩართულობითაც პარტია შეიმუშავებს საპროგრამო დოკუმენტებს;
11. გამჭვირვალე ბიუჯეტი და პროექტული დაფინანსება;
12. პირველ 100 დღეში მოწვეული იქნება ენმ-ის ყრილობა.

ხაბეიშვილის განცხადებით, გამარჯვების შემდეგ პარტიიდან არავის გაგდებას არ გეგმავს. მისი თქმით, ყველასთან გააგრძელებენ თანამშრომლობას, რადგან მთავარი მიზანი "ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაა და ამ ბრძოლაში ყველა ერთად უნდა იდგეს".

ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან - ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

მეტის ნახვა