ახალი ამბები • 1752161969
მმართველ გუნდს მათივე მომზადებული გეგმა არ მოსწონს - რეზო ხარაზი
„ქართულმა ოცნებამ, ბულვარის გენგეგმის მოსამზადებლად ნახევარ მილიონზე მეტი დახარჯა, თუმცა, პროექტის საჯარო განხილვას არ დასწრებია“ - ამ განცხადებას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში აკეთებენ. რეზო ხარაზის თქმით, თვითმმართველობის წარმომადგენლები ბათუმელების ინტერესებს კი არ იცავენ, არამედ კორუფციულ გარიგებებს აფარებენ ხელს.
ოპოზიციონერი დეპუტატი ირწმუნება, რომ მმართველ გუნდს მათივე მომზადებული გეგმა, თავადაც არ მოსწონს. ვინაიდან, დოკუმენტის მიხედვით, უკანონო და კორუფციულია მშენებლობები, მაგალითად როგორიცაა, ამბასადორი, რივიერა და სხვა.
რეზო ხარაზი ითხოვს, მთავრობის თავმჯდომარემ, მერმა და საკრებულოს წევრებმა ბათუმელებს უთხრან აპირებენ თუ არა გენერალური გეგმის მხარდაჭერას. საკითხზე საპასუხო კომენტარი, შესაბამის უწყებებში არ გაუკეთებიათ.

1745312322