ახალი ამბები • 1733997205
მნიშვნელოვანია მიიღო "არჩევანი, რომელიც ქვეყანამ გააკეთა" | ბაიდენი
ამერიკის პრეზიდენტმა, პირველი მიმართვა გაავრცელა. როგორც ჯო ბაიდენმა თქვა, ამერიკელი ხალხი ძალაუფლების მშვიდობიან და მოწესრიგებულ გადაცემას იმსახურებს. მისივე განცხადებით, უკვე ესაუბრა არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს და გამარჯვება მიულოცა. „გარანტია მივეცი რომ მთელ ჩემს ადმინისტრაციას დავავალებ მის გუნდთან იმუშაოს, რათა ეს პროცესები მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს. ეს ისაა, რასაც ამერიკელი ხალხი იმსახურებს“ - განაცხადა ბაიდენმა. გარდა ამისა, ბაიდენმა თქვა, რომ მნიშვნელოვანია მიიღო "არჩევანი, რომელიც ქვეყანამ გააკეთა".
"200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამერიკა მსოფლიოში თვითმმართველობის უდიდესს ექსპერიმენტს ატარებს. ეს ჰიპერბოლა არაა. ეს ფაქტია. სადაც ხალხია, იქ ხალხი ხმას აძლევს და ირჩევს თავის ლიდერებს, და ამას მშვიდობიანად აკეთებს. და ჩვენ დემოკრატია გვაქვს. ხალხის ნება ყოველთვის იმარჯვებს გარანტია მივეცი, რომ მთელ ჩემს ადმინისტრაციას დავავალებ, მის გუნდად იმუშაოს, რათა უზრუნველყოთ ძალაუფლების მშვიდობიანი და მოწესრიგებული გადაცემა. ეს ისაა, რასაც ამერიკელი ხალხი იმსახურებს. ვიცი, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის ეს გამარჯვების დროა, სხვების ეს დამარცხების დროა. კამპანიები შეჯიბრებებია, ხედვების შეჯიბრი. ქვეყანა ირჩევს ერთს ან მეორეს, ჩვენ ვიღებთ არჩევანს, რომელსაც ქვეყანა აკეთებს. არ შეიძლება ქვეყნის სიყვარული მხოლოდ მაშინ, როდესაც იგებ"- განაცხადა ბაიდენმა
1733990122
1728455482
1727447820