ახალი ამბები • 1756410394
მოქალაქე "ბათუმის წყლის" წინააღმდეგ - ვაჟა თავართქილაძე იურიდიული პირებისთვის განსაზღვრულ წყლის გადასახადს აპროტესტებს
პოლიტიკა
1695116911
მოქალაქე „ბათუმის წყლის“ წინააღმდეგ. ვაჟა თავართქილაძე იურიდიული პირებისთვის განსაზღვრულ წყლის გადასახადს აპროტესტებს. მისი თქმით, კომუნალური ვალდებულება, ამ მიმართულებით, კოლოსალურად მაღალია. იგი ამბობს, რომ კომპანია მეწარმეებს, ყოველთვიურად, ლაბორატორიული შემოწმებისთვის დაწესებულ 200 ლარიან გადასახადს ახდევინებს, მაშინ, როცა წყლის ხარისხი, ისევ, "ბათუმის წყლის" ლაბორატორიაში მოწმდება და აქვს ვალდებულება, სასმელად ვარგისი წყალი, აბონენტებს, თავად, კომპანიამ მიაწოდოს.
ვაჟა თავართქილაძის თქმით, კომპანია აბონენტების ფულით მდიდრდება, ხელოვნურად ზრდის შტატებს და მოგებას, ისევ, ადმინისტრაცია ინაწილებს.
„ბათუმის წყლის“ ადმინისტრაცია მოქალაქის პრეტენზიებს არ გამოხმაურებია.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა