მოსახლეობის 77% თვლის, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდი პოლიტიკური საფრთხე რუსეთია | IRI

რუსეთი

მოსახლეობის 77% თვლის, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდი პოლიტიკური საფრთხე რუსეთია. ამის შესახებ IRI-ის (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის) კვლევაშია საუბარი. კითხვაზე, რომელი სახელმწიფოები ქმნიან ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს საქართველოსთვის, პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

რუსეთი - 77%;
თურქეთი - 12%;
აშშ - 9%;
ირანი - 6%;
ჩინეთი - 4%. 
სომხეთი - 4%;
აზერბაიჯანი - 4%;
უკრაინა - 3%.

აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა ან უპასუხა "არ ვიცი" გამოკითხულთა 9%-მა. ამავე შეკითხვაზე შესაძლებელი იყო რამდენიმე პასუხის გაცემა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი ყველაზე დიდი ეკონომიკური საფრთხეა მოსახლეობის 69%-ისთვის. კითხვაზე, თუ რომელი სახელმწიფოები ქმნიან ყველაზე დიდ ეკონომიკურ საფრთხეს საქართველოსთვის, პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

რუსეთი - 69%;
თურქეთი - 11%;
აშშ - 6%;
ჩინეთი - 5%;
უკრაინა - 3%;
ირანი - 3%;
აზერბაიჯანი - 2%;
ევროკავშირი - 2%.

აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა ან უპასუხა "არ ვიცი" გამოკითხულთა 16%-მა. ამ შეკითხვაზეც შესაძლებელი იყო რამდენიმე პასუხის გაცემა.

ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევა 2023 წლის 14 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში პირდაპირი გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული, ჯამში, საქართველოს 1 200 მოქალაქე გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი კი +/- 2.5%-ია.

მეტის ნახვა