ახალი ამბები • 1722018189
ნიკა გვარამია "მთავარ არხში" გენერალური დირექტორის პოსტსა და წილს თმობს
![ნიკა გვარამია ნიკა გვარამია](https://tv25.ge/uploads/files/2022/05/16/2424/nika-gvaramia_w_h.jpeg)
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი და ერთ-ერთი მფლობელი ნიკა გვარამია ტელევიზიაში თავის წილსა და თანამდებობას თმობს. შესაბამისი მოთხოვნა დასარეგისტრირებლად საჯარო რეესტრში 27 თებერვალს გაიგზავნა.
„მთავარი არხის“ პარტნიორთა კრების ოქმის მიხედვით, ნიკა გვარამია თავის 12%-იან წილს უსასყიდლოდ გადასცემს თავის ცოლს, სოფო ლილუაშვილს, კომპანიის გენერალური დირექტორი კი გიორგი გაბუნია გახდება.
გარდა ამისა, კომპანიას ასევე ეყოლება 2 დირექტორი — გიორგი ქურდაძე და მანუჩარ ახალაია. ისინი ამ თანამდებობაზე კომპანიის ყველაზე მსხვილმა მეწილეებმა — ბაკურ ჯახაიამ და BGIM LTD-მ წარადგინეს.
კომპანიის ორი მეწილე, რომლებიც ფლობენ 0.2-0.2%-ს, თავიანთ წილს გადასცემენ BGIM LTD-ს. საჯარო რეესტრს ამ საკითხზე წარმოება ჯერ არ დაუსრულებია.
ცნობილია, რომ ნიკა გვარამია უახლოეს დღეებში თავის პოლიტიკურ გუნდს წარადგენს და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწყებს მზადებას.
![ლაშქრობა ლაშქრობა](https://tv25.ge/uploads/files/2024/07/25/9697/lashqroba_b_t.jpeg)
1721929785
![პოლიციის ლენტი პოლიციის ლენტი](https://tv25.ge/uploads/files/2023/09/21/7150/politsiis-lenti_b_t.jpeg)
1721376743