ახალი ამბები • 1752682589
ნონსენსი და ყველა კანონის უგულებელყოფა - TI ანტიკორუფციულის გადაწყვეტილებაზე
პოლიტიკა
1727804006
ნონსენსი და ყველა კანონის უგულებელყოფა - ასე ეხმაურება „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილის უწყების გადაწყვეტილებას TI-სთვის გაცხადებული პოლიტიკური მიზნების მქონე ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შესახებ. მალხაზ ჭკადუა ამბობს, რომ ორგანიზაციის 28 წლიანი არსებობის ისტორიაში, პირველად ხდება, რომ არჩევნებს მათი სახელით ვერ დააკვირდებიან. მისივე განცხადებით, ეს არის ხელისუფლების რეაქცია იმაზე, თუ რამდენად ორგანიზებულად მოქმედებს მესამე სექტორი. ჭკადუა აცხადებს, რომ გადაწყტვეტილება მაღალ დონეზეა მიღებული და მოლოდინი არსებობს, რომ კოალიციაში შემავალ სხვა ორგანიზაციებსაც იგივე ბედი ელოდებათ.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა