ახალი ამბები • 1751273063
ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმე - ენმ პრემიერის განცხადებას ეხმაურება
პოლიტიკა
1655980059
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურებიან. ქვეყნის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმის გამოძიება დასრულდა.
ღარიბაშვილმა ყველა ვისაც კითხვები აქვს, სტრასბურგში გადაამისამართა. ენმ-ს წევრები ამბობენ, რომ პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის ტრიბუნიდან გამოძიებაზე ზეწოლა განახორციელა. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი დეპუტატის ოჯახს, დაზარალებულის სტატუსი, ამ დრომდე, არ აქვს მინიჭებული.
ცნობისთვის, ნუგზარ ფუტკარაძე 2021 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. ენმ-ს განცხადებით, მათ თანაპარტიელზე „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირების მხრიდან ზეწოლა ხორციელდებოდა. შესაბამისი აუდიოჩანაწერი პარტიამ ბათუმის ოფისში გაასაჯაროვა.

გიორგი ვაშაძე დააკავეს
1750760310
მეტის ნახვა