ომბუდსმენი პრეზიდენტს შეხვდა - დიალოგი სააკაშვილის მდგომარეობაზე გაიმართა

სახალხო დამცველი პრეზიდენტს შეხვდა. ნინო ლომჯარიას თქმით, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია. ომბუდსმენის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები საქმის კურსში არიან და კონტაქტი აქვთ ექსპერტთა ორგანიზაციასთან.

"სალომე ზურაბიშვილს მივაწოდე ინფორმაცია ჩემი შთაბეჭდილებების შესახებ და ინფორმაცია, რაც ვნახე ვივა მედში. მან მითხრა, რომ ის არის კონტაქტზე, მისი წარმომადგენლები ექსპერტთა ორგანიზაციასთან, ქალბატონი მაკა ჯიშკარიანის ორგანიზაციასთან [კონტაქტზე არიან], საქმის კურსში არიან, თვალყურს ადევნებენ და მადლობა გადამიხადა მიწოდებული ინფორმაციისთვის", - თქვა, ნინო ლომჯარიამ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ლომჯარიას თქმით, იგი დასუსტებულია და თავად ექიმებიც აღიარებენ, რომ მის დინამიკაში  ნევროლოგიური თუ სხვა მიმართულებით გაუმჯობესება არ შეინიშნება.

მეტის ნახვა