ახალი ამბები • 1728566105
"ოცნება" კონტრაქციას გეგმავს | ადგილობრივი პოლიტიკოსების შეფასებები
საზოგადოება ე.წ. რუსულ კანონს კვლავ მწვავედ აკრიტიკებს, ამ ფონზე კი „ქართული ოცნება“ კონტრაქციას აანონსებს. პარტია 29 აპრილს, პარლამენტთან "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" ჩაატარებს. მმართველი გუნდის ლიდერების თქმით, ეს მხარდამჭერების თხოვნა იყო, რასაც ითვალისწინებენ. როგორ ცნობილია, შეკრებას პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილიც შეუერთდება. რისთვის სჭირდება „ოცნებას“ კონტრაქცია?
„ქართული ოცნება“ უკან დახევას არ აპირებს. იმისთვის, რომ ე.წ. „რუსული კანონი“ დაამტკიცოს და ამ გადაწყვეტილების გამართლება შეძლოს, კონტრაქცია დააანონსა. ანუ, ახალგაზრდებს აქციით უპირისპირდება და ამ მობილიზებით სურს აჩვენოს, თითქოს კანონს უფრო მეტი მომხრე ჰყავს, ვიდრე მოწინააღმდეგე. ოპოზიცია ამბობს, რომ ამ აქციაზეც კი უმრავლესობა ხელფასის და სამსახურის დაკარგვის შიშით მივა, თუმცა ეს ჭეშმარიტებას ვერ შეცვლის.
რისთვის დაგეგმა „ქართულმა ოცნებამ“ კონტრაქცია და რისი თქმა სურს ამით ხელისუფლებას - პარტიაში „გირტჩი, მეტი თავისუფლება“ ამბობენ, რომ ნდობადაკარგულ პარტიას, ეს, არეულობის მოსაწყობად სჭირდება.
უნდა მიხვდეს „ქართული ოცნება“, რომ უკვე დამარცხებულია როგორც ახალგაზრდების, ისე საქართველოს მისწრაფებების წინაშე - აცხადებენ „ლელოში“. გენო თებიძე ამბობს, რომ კონტრაქცია, „ოცნებას“ მხოლოდ დაპირისპირებისთვის სჭირდება.
ოცნების მიერ დაანონსებული კონტრაქცია არის ილუსტრაცია, თუ როგორ იქცევა აგონიაში მყოფი ხელისუფლება, აცხადებენ პარტიაში „ახალი“.
„ქართული ოცნების“ ადგილობრივი გუნდის წევრებმა თავიანთი აზრის დაფიქსირებაზე, ამჯერადაც, უარი თქვეს და სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს.
1728068947
1726854943
1726726009