პარლამენტი ე.წ. რუსულ კანონზე პრეზიდენტის შენიშვნებს დღეს განიხილავს

კანონი

პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ე.წ. რუსულ კანონზე პრეზიდენტის შენიშვნებს და თანდართულ კანონპროექტს განიხილავს.

სალომე ზურაბიშვილის შენიშვნებში მითითებულია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციით გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.

“ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია. კანონი მთელი თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური - მაშასადამე, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამდენად, ის გაუმჯობესებას მასში ცვლილებების შეტანის გზით არ ექვემდებარება. მისი არსი, შინაარსი და პრინციპები მიუღებელია.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, გთავაზობთ კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში - ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე", - ნათქვამია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში.

“ქართული ოცნების“ უმრავლესობა ე.წ. რუსულ კანონზე ვეტოს დაძლევისთვის ემზადება. ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა.

მეტის ნახვა