ახალი ამბები • 1756410394
პარლამენტში ე.წ. რუსულ კანონზე ვეტოს დაძლევის პროცესები დაიწყო
პოლიტიკა
1716884771

პარლამენტში პლენარულ სხდომაზე დეპუტატების სიტყვით გამოსვლები მიმდინარეობს.
დეპუტატებმა დღეს ე.წ. რუსულ კანონზე პრეზიდენტის შენიშვნები და თანდართული კანონპროექტი უნდა განიხილონ.
სალომე ზურაბიშვილის შენიშვნებში მითითებულია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციით გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.
“ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია. კანონი მთელი თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური - მაშასადამე, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამდენად, ის გაუმჯობესებას მასში ცვლილებების შეტანის გზით არ ექვემდებარება. მისი არსი, შინაარსი და პრინციპები მიუღებელია"- ნათქვამია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა