ახალი ამბები • 1756410394
პირველ ოქტომბერს დაგეგმილი "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის წარდგენა კობახიძის მდგომარეობის გამო გადაიდო
პოლიტიკა
1727788710

"ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის წარდგენა, რომელიც პირველ ოქტომბერს უნდა გამართულიყო გაურკვეველი ვადით გადაიდო.
პარტიის ოფიციალური ინფორმაციით, მიზეზი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
ირაკლი კობახიძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარებს დეპუტატები აკეთებენ
"იმ პირობებში, როცა ირაკლი კობახიძე არის პრემიერ მინისტრი და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია, ლოგიკურია, რომ სწორედ მას უნდა ჩაეტარებინა ეს ყველაფერი და ამ პროგრამის რამდენიმე დღით გადაწევა არაფერს ცვლის"- ამბობს ნინო წილოსანი.
მისი თქმით, პროგრამის წარდგენა უახლოეს პერიოდში, ირაკლი კობახიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ გაიმართება.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა