"პირველი მოსმენით მიღებულ კანონს ვერ გაიწვევენ" - კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი "ოცნების" განცხადებაზე

„ქართული ოცნების“ განცხადებას კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ეხმაურება. ვახუშტი მენაბდის თქმით, რეგლამენტის მიხედვით, პირველი მოსმენით მიღებულ კანონს ვერ გაიწვევენ და ის სესიაზე უნდა ჩავარდეს.

სპეციალისტის თქმით, ერთი თვის განმავლობაში საკითხი მეორედ აღარ უნდა დააყენონ კენჭისყრაზე, ვინაიდან მეორე მოსმენით ჩაგდებული პროექტის შემობრუნება შეუძლიათ. მენაბდე წერს: „უმრავლესობამ საკუთარი ხელით უნდა ჩააგდოს კანონი და „ხალხის ძალამ“ ხელმოწერებით უარი თქვას მასზე!“

„პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება. ის უნდა ჩავარდეს სესიაზე. გვაქვს ორი კანონი (პირობითი სახელით) 1. რუსულთან მიმსგავსებული პირველი მოსმენითაა მიღებული; 2. აშშ-თან მიმსგავსებული, რომელიც ჯერ არ განხილულია. რაა საჭირო?

1. პირველი ვარიანტი სასწრაფოდ უნდა გაიტანონ მეორე მოსმენაზე და თავადვე ჩააგდონ (აქედან ერთი თვის განმავლობაში მეორედ აღარ უნდა დააყენონ კენჭისყრაზე, თორემ მეორე მოსმენით ერთხელ ჩაგდებული პროექტის შემობრუნება შეუძლიათ);

2. მეორე ვარიანტის ყველა ინიციატორმა უნდა მოაწეროს ხელი პროექტის გაწვევას.

ასე, რომ უმრავლესობამ საკუთარი ხელით უნდა ჩააგდოს კანონი და „ხალხის ძალამ“ საკუთარი ხელმოწერებით უარი თქვას მასზე!" - წერს მენაბდე.

მეტის ნახვა