ახალი ამბები • 1751358640
პოლიტოლოგის შეფასება
ოცნებამ მშვიდობის ფაქტორი თითზე დაიხვია და სწორედ ამის გამოყენებით დაიწერა რეიტინგი - ასე აფასებს ჩატარებული არჩევნების შედეგებს პოლიტოლოგი. კობა ჯუმუშაძის განცხადებით, 53%-იანი მაჩვენებელი მმართველმა გუნდმა რიგი მიმართულებებით ოპოზიის სისუსტით დაიწერა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ოპოზიციურმა სპეკტრმა ვერ აჩვენა სრული კონსოლიდაცია ქარტიის ირგვლივ. ჯუმუშაძის თქმითვე, მნიშვნელოვანი ფატქორი იყო ასევე არჩევნების ელექტრონული ფორმით ჩატარების გადაწყვეტილების მიღება, რასაც წინ არ უძღოდა პლებისციტის ან რეფერენდუმის ჩატარება. აუცილებელი იყო ხალხის განწყობების მოკვლევა ამ მიმართულებით, ამბობს პოლიტოლოგი. სპეციალისტის თქმით, ოპოზიციურმა გაერთიანებებმა სათანადოდ არ იმუშავა ასაკოვან ამომრჩეველთან და სრულად დაეყრდნო ჯენ-ზის და აქტიურ მუხტს, რამაც საბოლოო ჯამში ეს შედეგები დაწერა.

1745312322