პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში - შეფასებები

სალომე ზურაბიშვილს სწორი გზავნილები აქვს, თუმცა რჩება უკმაყოფილების გრძნობა, რადგან შეეძლო დღეს მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც ისტორიაში პოზიტიურად შეიყვანდა - შეეწყალებინა ნიკა გვარამია, ასეთია ერთი პოლიტიკოსის შეფასება,  რომელიც პრეზიდენტის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლას მოჰყვა. ვინ რა თქვა ზურაბიშვილის 40 წუთიანი სიტყვით გამოსვლის შემდეგ, განცხადებები ია გოლიაძემ შეკრა. იგი ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება.

„ზურაბიშვილს სწორი გზავნილები აქვს თუმცა, რჩება უკმაყოფილების გრძნობა“ - ასე გამოეხმაურა რომან გოცირიძე, ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას.  დეპუტატის თქმით, ქვეყნის მთავარსარდალს დღეს შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ისტორიაში პოზიტიურად შეიყვანდა. ამ უკანასკნელში გოცირიძემ ნიკა გვარამიას შეწყალება იგულისხმა.

პრეზიდენტის ევროპარლამენტში გამოსვლა შეფასდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. ანა წითლიძის თქმით, პრეზიდენტის გულწრფელობაში მაშინ დავრწმუნდება, როცა იგი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და პოლიტიკურ პატიმარ, ნიკა გვარამიას შეიწყალებს. მისივე თქმით, ზურაბიშვილს სწორი აქცენტები ჰქონდა, თუმცა მხოლოდ ეს ვერ დაეხმარება ქვეყნის ევროპულ მომავალს.

სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის მთავარი გზავნილი არის ის, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში შესაძლოა ნიკა გვარამია შეიწყალოს“- ასეთ ქვეტექსტს ხედავს  ქვეყნის მთვარსარდალის გამოსვლაში პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია. მისი განცხადებით, ახლა მთავარია, რამდენად იმოქმედებს ზურაბიშვილი იმ ღირებულებების დასაცავად, რომელიც ტრიბუნიდან გაახმოვანა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, თუ რას ამბობენ ევროკავშირის სტრუქტურებში. სხვა დანარჩენი პროვოკაციული განცხადებებს ძალა არ აქვს -  არანაირი ობიექტური რეალობა არ არის, რომ საქართველოს არ ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი“ - ეს განცხადება გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის შესაფასებლად გააკეთა. ხალხის ძალის წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ ზურაბიშვილი არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ხალხის ნების საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული .

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ღიად განაცხადა, რომ  საქართველოს სურს, შეუერთდეს ევროპულ ოჯახს, რაც არის  ისტორიული არჩევანი.

მეტის ნახვა