"ქართული ოცნება" პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას ხელახლა იწყებს

„ოცნებას“ პრეზიდენტის წინასაარჩევნო ვიზიტები აღიზიანებს. მმართველი გუნდი ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას სწორედ „უნებართვო ვოიაჟების“ გამო მეორედ იწყებს. ამის შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ზურაბიშვილი რეციდივისტად იქცა კონსტიტუციის დარღვევის. „ერთი ეს გახლავთ ვიზიტები, რომელსაც ის არ იშლის. მეორე- ის კვლავ არ ნიშნავს ელჩებს და მესამე - ვხედავთ ჩვენ ბოლო პერიოდში მის ჩართულობას საარჩევნო კამპანიაში, რაც ასევე არის დარღვევა. მეოთხე დარღვევაც არის ის, რომ ის საუბრობს პრემიერმინისტრის კანდიდატის დასახელებაზე " - განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესი "ქართულმა ოცნებამ"  პირველად 2023 წლის 1-ელ სექტემბერს დაიწყო. მიზეზი მაშინაც ევროპული კურსის მხარდასაჭერად, მისი ევროპული ტურნე გახდა. საკონსტიტუციომ ზურაბიშვილი იმავე წლის 16 ოქტომბერს კონსტიტუციის დამრღვევად ცნო, ამის შემდეგ პროცესმა პარლამენტში გადაინაცვლა. იმპიჩმენტისთვის მმართველ პარტიას 100 ხმა სჭირდებოდა, თუმცა უნდობლობის გამოცხადებისთვის მმართველ პარტიას ხმები ვერ ეყო. 

მეტის ნახვა