ახალი ამბები • 1756410394
ქართველები ერთი ოლიგარქის ტყვეობაში მოექცნენ, შანსს კარგავენ - დავით არახამია
პოლიტიკა
1656093261

თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა "სლუგა ნაროდას" ლიდერმა, დავით არახამიამ.
როგორც მან განაცხადა, "საქართველო აუცილებლად იქნება ევროპაში, ამისთვის კი უკრაინა ყველაფერს გააკეთებს".
"სწორედ ევროპისთვის და ევროპაში ადგილის დამკვიდრებისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, ჩემი წინაპრებიც! უკრაინა და ჩემი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო დიდ ევროპულ ოჯახს შეუერთდეს.
ძალიან საწყენია იმის გააზრება, რომ ქართველები ერთი ოლიგარქის ტყვეობაში მოექცნენ.
სხვათაშორის, მისი ოჯახის წევრების უმეტესობა ევროკავშირის ტერიტორიაზე ცხოვრობს. ქართველები კი შანსს კარგავენ და უნდა ელოდონ.ვიმედოვნებ, რომ ქართველები თავიანთი მთავრობის ქმედებებს სწორად შეაფასებენ - განაცხადა დავით არახამიამ.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა