რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა - განცხადება სრულად

ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა - უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ქართველ მებრძოლს, რომელიც უკრაინაში რუსების წინააღმდეგ იბრძვის.

"გამარჯობა, საქართველო! 
მინდა, რომ დღეს ჩემი ყველამ გაიგოს. 
ჩვენ თავისუფალი ადამიანები და თავისუფალი ქვეყანა ვართ და ეს სამუდამოა. 
მადლობელი ვარ საქართველოს შვილების, რომლებიც ჩვენს მებრძოლებთან ერთად რუსების წინააღმდეგ იბრძვიან. 
მათ წარმატება ჩვენი საერთო წარმატებაა. 
მათი ჭრილობა ჩვენი ჭრილობაა. 
და ჩვენი გამარჯვება თითოეული მათგანის გამარჯვება იქნება, ასევე ყოველი თქვენგანის. 
ჩვენ არასოდეს დავნებდებით, რადგან დონბასი და ყირიმი ჩვენი მიწაა, ისევე როგორც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია თქვენი. 
თუ ვინმეს უნდა ეს დაივიწყოს, თუ ვინმეს უნდა ეს წაშალოს, აუცილებლად შევახსენებთ, ჩვენ თქვენთან ვიქნებით. 
გუშინ უკრაინამ ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, თქვენ ამ გზაზე ხართ. 
იარეთ - ჩვენ დაგეხმარებით! 
უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ! დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას! 
მართალია, ჩემი ქართული  იდეალური არ არის,  
თუმცა ჩემი გრძნობა თქვენს მიმართ გულწრფელია.  
წარმატებას გისურვებთ! 
დიდება უკრაინას!- განაცხადა ზელენსკიმ თავის მიმართვაში.

მეტის ნახვა