ახალი ამბები • 1733750807
ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ | მეთიუ მილერი
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით დგას და არ მოერიდება ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ახალი შეზღუდვები აამოქმედოს.
"ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, ნათლად განვაცხადეთ, რომ მხარს ვუჭერთ მათ ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს, ევროპულ და ატლანტიკურ პარტნიორებთან ინტეგრაციის გააგრძელებს. მოგეხსენებათ, რომ მნიშვნელოვანი ოდენობის დახმარება, რომელსაც საქართველოს მთავრობას ვუწევთ, გადახედვის ქვეშაა. ჩვენ აღნიშნული დახმარების 95 მილიონი დოლარი შევაჩერეთ იმ ნაბიჯების გამო, რომელიც მათ გადადგეს. გავაგრძელებთ, განვიხილოთ არის თუ არა საჭირო დამატებითი ზომები, რომლებიც სათანადო იქნება და თუ ასე იქნება, ჩვენ მათი გამოყენების არ მოგვერიდება" -აღნიშნა მეთიუ მილერმა.
1728455482
1727447820