"ქობულეთის შუქურას" დაშლა "ოცნებასთან" დაკავშირებული პირების დამსახურებაა - ენმ

"ქობულეთის შუქურას" დაშლა "ოცნებასთან" დაკავშირებული პირების დამსახურებაა - ამის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გააკეთა. ბონდო თედორაძის თქმით, მთავარი როლი ამ პროცესებში გურამ ლორთქიფანიძემ, გიორგი დემეტრაძემ და ჯუმბერ გოგიტიძემ შეასრულეს.

თედორაძე ამბობს, რომ სპორტულ მოედანზე ყველანაირი ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია, კლუბის ფინანსური დავალიანება კი ხელოვნურადაა შექმნილი, რათა გუნდი დაშლილიყო და სტადიონის ტერიტორია საინვესტიციოდ მომზადებულიყო.

ოპოზიცია ქობულეთის მერის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. უწყებაში ბრალდებებთან დაკავშირებით საპასუხო კომენტარი არ გაკეთდა. აქ განმარტეს,  რომ შუქურაში ფინანსური დავალიანების გარდა, სხვადასხვა პრობლემა წლების მანძილზე არსებობდა და არ გამორიცხავენ პროცესში აუდიტის სამსახური ჩაერთოს.

მეტის ნახვა