ქვეყნის მასშტაბით, სასამართლოებში, ყოველი მე-4 საქმე ოჯახში ძალადობას ეხება - საია

საია-მ სისხლის სამართლის პროცესების მე-16-ე ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. მიგნებები და რეკომენდაციები, ამჯერად აჭარაში მოქმედ იურისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გაუზიარა. რა იყო მთავარი პრობლემა  გასულ წელს, საია-ს მონიტორების შეფასებით, ისევ გამოწვევაა აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებული ფორმები. გამოიყენება მხოლოდ გირაო ან პატიმრობა და აღკვეთის ალტერნატიული ფორმები არ განიხილება.

გარდა ამისა, სუსტია სასამართლოს კონტროლი საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებით. ისევ პრობლემაა სისხლის სამართლის საქმეების დროული განხილვები. ანგარიშში მოხვდა ოჯახში ძალადობის მაღალი სტატისტიკაც. აღმოჩნდა, რომ ქვეყნის მასშტაბით, სასამართლოებში, ყოველი მეოთხე საქმე, ოჯახში ძალადობას ეხება.

ანგარიში, რეკომენდაციებთნ ერთად საიამ ყველა იმ უწყებას გადაუგზავნა, რომელიც ჩართულია მართლმსაჯულების განხორციელებაში. ანგარიში, 2021 წლის მარტიდან, 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

მეტის ნახვა