ახალი ამბები • 31 დეკ. 2024 • 13:07
რა ბედი ელის ზოოპარკს? | ოპოზიციის ინფორმაციით, ტერიტორიაზე კორპუსებს "ოცნების" შემომწირველები ააშენებს
26 მაისის პარკში, ზოოპარკის ტერიტორიაზე ხელისუფლება რამდენიმე 52 სართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე ზოოპარკის გაუქმების საკითხი განიხილება, ხოლო პროცესში ხელისუფლების კორუფციული ინტერესები იკვეთება. ლევან ანთაძის თქმით, შედგა გარიგება, რომლის მიხედვითაც არჩევნების შემდგომ ობიექტების მშენებლობას რეკრეაციულ ზოლში ქართული ოცნების შემომწირველი დეველოპერიკომპანიები განახორციელებენ. კონკრეტულად ვინ, ანთაძე არ ასახელებს.
ოპოზიცია პასუხისმებლობას არჩილ ჩიქოვანსა და თორნიკე რიჟვაძეს აკისრებს.
ბათუმის მერია საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ:
"გვსურს გამოვეხმაუროთ ოპოზიციური პარტიის მიერ განზრახ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ცენტრალურ პარკში მაღლივი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით და განვაცხადოთ, რომ აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე.
საკითხი მშენებლობის თაობაზე არ განხილულა და არც ამჟამად განიხილება მერიასა თუ აჭარის მთავრობაში.
მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, ნუ გაავრცელებენ მცდარ ინფორმაციას და ნუ ეცდებიან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას"
30 დეკ. 2024 • 15:05
30 დეკ. 2024 • 13:15
30 დეკ. 2024 • 12:59
9 ოქტ. 2024 • 6:31
27 სექ. 2024 • 14:37
25 სექ. 2024 • 7:02