ახალი ამბები • 1751633470
რა გეგმები აქვთ პარტიებს?
პოლიტიკა
1730098260
რას აპირებს ოპოზიცია? ჩატარებული არჩევნების შემდეგ მთავარი კითხვა ახლა ასე ჟღერს. არჩევნები არ შედგა და არ არის ლეგიტიმური - პრეზიდენტის პოზიციას იზიარებენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები. სამი ალიანსის ლიდერმა „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა გადაწყვეტილება უკვე დაადასტურეს. ჩვენი პარტია ოცნების არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს, წერტილი - ცნობილია გიორგი გახარიას პარტიის პოზიციაც. შევლენ თუ არა ოპოზიციური პარტიების სიის წევრები პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში? კთხვაზე პასუხი ჯერ ჯერობით არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს არ აქვს. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ხალხს ეს არჩევნები მოჰპარეს და ახლა ბრძოლის დროა.

გივი თარგამაძე დააკავეს
1751012220

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა