ახალი ამბები • 1756410394
რა საკითხები განიხილეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე
პოლიტიკა
1720804787
ხმაური იყო დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე. კამათი K2 კოეფიციენტის საკითხის განხილვამ გამოიწვია. ოპოზიცია მმართველი გუნდის წევრებს ქალაქის იერსახის დამახინჯებაში ადანაშაულებდა და ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებზე ნებართვების გაცემას აპროტესტებდა. ხელისუფლების ოპონენტები ასევე სვამდნენ კითხვებს გენგეგმასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ დეპუტატის განცხადებით, კი დოკუმენტის შესამუშავებლად მასშტაბური სამუშაოები ტარდება და პირველადი ვერსია დაახლოებით 1-2 კვირაში მომზადდება. საკრებულოს წევრები დღეს დატრიალებულ ტრაგედიასაც გამოეხმაურნენ. დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა