რას დაკარგავს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის შემთხვევაში?

რას დაკარგავს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის შემთხვევაში? ეს კითხვა მესამე სექტორის წარმომადგენლებსა და პოლიტოლოგებს დავუსვით. პოლიტიკური ერთიანობა - ეს არის ევროკომისიის პირველი მოწოდება, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრუულოს რათა ევროპულ ოჯახში დავბრუნდეთ. პარლამენტის ბოლო სხდომით თუ ვიმსჯელებთ, ნათელია, რომ ეს არც თუ ისე იოლია. 12 პუნქტიანი დათქმის შესასრულებლად, რომელიც დასავლეთმა საქართველოს დააკისრა, 6 თვიანი ვადა გვაქვს. ევროპელობა - ეს არის უსაფრთხოების, სიტყვის თავისუფლების, ასევე უკეთესი მომავლის იმედი. რას დაკარგავს ქვეყანა, თუკი ყველაზე ცუდი და რთული სცენარის მომსწრე გავხდებით და დავრჩებით ევროპის მიღმა. როგორია სამოქალაქო საზოგადოების თვალით დანახული საქართველო ევროპული პერსპექტივის გარეშე.

პოლიტიკური ერთიანობა- ეს არის ევროკომისიის პირველი მოწოდება, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრუულოს რათა ევროპულ ოჯახში მიგვიღოს. პარლამენტის ბოლო სხდომით თუ ვიმსჯელებთ, ეს იყო გამოხატულება იმისა, რომ ქვეყანას  არ შეუძლია მყისიერად აღმოფხვრას ის  პრობლემები რაც დგას ჩვენს ქვეყანაში.  12 პუნქტი რაც დასავლეთმა დაგვაკისრა  შესასრულებლად,  6 თვიანი ვადა გვაქვს.  ევროპელობა- ეს არის უსაფრთხოების, სიტყვის თავისუფლების, ასევე უკეთესი მომავლის იმედი. რას დაკარგავს ქვეყანა, თუკი ყველაზე ცუდი და რთული სცენარის მომსწრე გავხდებით და  დავრჩებით  ევროპის მიღმა?

საქართველოს განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ევროინტეგრაციაა ამაზე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა თანხმდება. იმ შემთხევვაში, თუ კი ქვეყანა დადგება იმ ფაქტის წინაშე, რომ ევროპულმა ოჯახმა  მისი წევრობა არ აღიაროს, ერთ-ერთი მთავარი გარანტია რასაც დავკარგავთ უსაფრთხოებაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გარეშე მალხაზ ნაკაშიძეს ვერ წარმოუდგენია, ამბობს, რომ საპირისპირო სცენარის შემთხვევაში ქვეყნის უდიდესი მტერი გაძლიერდება და მას განადგურებამდე მიიყვანს.

ცივილიზებულ სამყაროში, საქართველო გადაიქცევა ეგზოტიკურ პროვინციად- ასე ფიქრობს გიორგი მასალკინი, თუ კი ქვეყანა, ევროპულ პერსპექტივასაც დაკარგავს. პოლიტოლოგის თქმით, ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში, ოკუპანტი ყველა ბერკეტს გამოიყენებს იმისთვის, რომ ევროპისკენ ყველა კარი ჩაგვეკეტოს.

საქართველო ევროპის გარეშე ნიშნავს იმას, რომ ქართველები კარგავენ საკუთარ თავს - ასე ფიქრობს მარინე გიორგაძე, თუ კი ქვეყანა ვერ გადადგამს ევროინტეგრაციისთვის საჭირო ნაბიჯებს. გიორგაძეს უჭირს პროგნოზირება, რა შეიძლება მოიმოქმედოს რუსეთმა თუ კი ქვეყანა დასავლურ ოჯახში ვერ გაწევრიანდება. ამბობს, რომ აგრესორი  ჩვენს სახელმწიფოს არ დაინდობს და იმ პესპექტივასაც ჩაუკლავს რაც ამ ეტაპზე გააჩნია.

ევეროპული მარშის ორგანიზატორი ფიქრობს, რომ თუ კი ქვეყანა დაკარგავს ევროინტეგრაციის  შანსს,  ნიშნავს, რომ ვკარგავთ  უზრუნველყოფილი ცხოვრების პერსპექტივას და ინსტიტუციების გაძლიერების შესაძლებლობას. ციალა ქათამაძის თქმით, ახლა ქვეყანამ რუსეთსა და ევროპას შორის უნდა გააკეთოს არჩევანი. მისი თქმით, თუ კი ჩვენი ხელისუფლება ვერ შეძლებს ქვეყნის დასავლური ღირებულებების გატარებას, აგრესორი რუსეთი მუდმივად შეეცდება მის შევიწროებას.

ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანების  შანსის დაკარგვის შემთხვევაში, ეგზისტენციალური კრიზისის  დადგომას ვარაუდობს მალხაზ ჭკადუა. მისი თქმით  ევროპული პერქპექტივის გარეშე დარჩენით იზრდება შანსი იმისა, რომ  ქვეყანას კვლავ მოუწიოს რუსეთთან თანაცხოვრება. რაც სახელმწიფოებრიობის დაკარვის ტოლფასია.

ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აჩვენებს იმას, რომ რუსეთი საქართველოს მტერია და მუდმივად მასზე ბატონობის სურვილი ჰქონდა. რაც შეეხება ევროპას, ასევე ისტორიული გამოცდილება ცხადჰყოფს, რომ საქართველო ევროპულ ღირებულებებზე ნაშენი ქვეყანაა და მისი კონსტიტუციაც დასავლურ მოტივებს ეფუძნება. ქართველმა ხალხმა საკუთარი მისწრაფება არა ერთგზის აჩვენა და 20 ივნისსაც მასშტაბური გამოსვლით დაამტკიცა, რომ ევროპული ოჯახის წევრობა სურს. იმისთის, რომ  ქვეყანამ  ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობა და ევროპული პერქპექტივა არ დაკარგოს, ჩვენი რესპონდენტები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ამბობენ, რომ შეცდომების დაშვების ნაცვლად, დროა , რომ ევროპულ დიდ ოჯახში ჩვენი დროშაც ფრიალებდეს.

მეტის ნახვა