რას წერს იტალიური მედია ივანიშვილზე

ბიძინა

"მარიონეტების ოსტატი - ყოფილი რუსი ოლიგარქი, რომელიც 10 წელია მანევრირებს  ქართულ პოლიტიკაში" - ამ სათაურით სტატიას იტალიური გამოცემა linkiesta აქვეყნებს. სტატიაში ბიძინა ივანიშვილის შესახებაა საუბარი, მათ შორის იმაზე, თუ როგორ დააგროვა ქონება რუსეთში, რისთვის მოვიდა ქართულ პოლიტიკაში და რისთვის დაბრუნდა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარედ გასულ წელს. სტატიაში მოყვანილია  ბორის ბერეზოვსკის სიტყვები, რომელიც ამბობს, რომ ივანიშვილი ყოველთვის  რუსული ხელისუფლების მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდა და მისი ღირებულებების გამზიარებელი იყო.

როგორც გამოცემა წერს, როდესაც ივანიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე გახდა, მისი დაბრუნების 2 მიზეზი განიხილებოდა: პირველი - გამოიყენოს თავისი პოპულარობა და ამომრჩეველი დაარწმუნოს - მხარი დაუჭირონ "ქართულ ოცნებას". მეორე მიზეზი კი საგარეო პოლიტიკას ეხება, კერძოდ, იმას, რომ ივანიშვილის დაბრუნება უკავშირდება მოსკოვის სურვილს, შეინარჩუნოს უფრო მკაცრი კონტროლი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაზე, რათა საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟი მოახდინოს.

მეტის ნახვა