ახალი ამბები • 1701337917
რაზე იმსჯელეს აჭარის მთავრობის წევრებმა სამუშაო შეხვედრაზე?
2024 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები განიხილეს აჭარის მთავრობის წევრებმა სამუშაო შეხვედრაზე. რეგიონის ბიუჯეტი 100 მილიონი ლარით გაიზარდა და 700 მილიონს გადააჭარბა. გაიზარდა როგორც სამინისტროების, ისე მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 2024 წელს განხორციელდება ისეთი პროექტები, როგორებიცაა მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, წყალმომარაგება, „ოცნების ქალაქის“ მეორე ეტაპის მშენებლობა, მთის კურორტებისა და სარეკრეაციო ადგილების განვითარება.
ჯანდაცვის ბიუჯეტიდან გაიზრდება გულის ქირურგიისა და ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზის პაციენტთა სამედიცინო მომსახურება, ასევე ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის დაფინანსება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტით კი, გაგრძელდება ციტრუსის სუბსიდირება, მიწის უფასოდ დამუშავება.
იგეგმება პროექტების განხორციელება ეკო ტურიზმისა და აგრომეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით. განხორციელდება სატყეო რეფორმა.

1700826696

1699261403

1698564246

1698396221