ახალი ამბები • 1752267330
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად რუსეთში ვიზიტს გეგმავს
პოლიტიკა
1692712713

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად რუსეთში ვიზიტს გეგმავს.
განხილვის თემა მარცვლეულის შეთანხმება იქნება. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
„ვიზიტი კრიტიკული მნიშვნელობისაა, რადგან რუსეთთან მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელებასთან არის დაკავშირებული. რუსეთის გარეშე მარცვლეულის ექსპორტისთვის ახალი მარშრუტის გახსნა არც თუ ისე კარგი იდეაა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა
1752065820

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა